მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში რეაბილიტირებული დებედას არხის სარწყავი სისტემით 1800 მოსახლე ისარგებლებს
08 აპრ 2015
 

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში დებედას არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური  არხის  I და სხვა რიგის გამანაწილებლების, შიდასამეურნეო ქსელის , მდინარე დებედაზე უკაშხლო გვერდითი წყალმიმღების სათავე ნაგებობის მოწყობის  სარებილიტაციო სამუშაოების განახორციელება დაასრულა, რომლითაც 1800 მოსახლე ისარგებლებს.

დებედას არხის სარწყავ სისტემაში წყლის გაშვებას  საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი და ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი წყალმიმღები ნაგებობა და  587 მ მომყვანი მილსადენი; გაიწმინდა დებედას, ყულარისა და კირიხლოს არხები და   ჩატარდა ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია;
გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასრულდა  14 კმ მაგისტრალური არხის გაწმენდა და 875 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი მოხდა წყლით უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულებაა 1 976 999 ლარი.
მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის აპრილში დასრულდა.  

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2851
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031