მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06 აპრ 2015
 

6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივითა და მხარდაჭერით,   ქალაქ მარნეულში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები: მარათონი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ბურთის აკენწვლა, გირების აზიდვა და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებაში  მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს.

ქალაქში გამართულ სპორტულ ღონისძიებებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწარო. მან  მადლობა გადაუხადა მოზარდ–ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში მონაწილეობისთვის, ხოლო მარათონში გამოვლენილი გამარჯვებულები სამახსოვრო სიგელებით დააჯილოვა.
გამგებელმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ  შუწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გაზრდის საზოგადოების ჩართულობას სამოქალაქო თანაცხოვრებაში. 
აღსანიშნავია, რომ  გამარჯვებულები კახეთში  საქველმოქმედო  ღონისძიება „მსოფლიო რბენა“-ზე გაემგზავრებიან, რომელიც გაიმართება ამა წლის 3 მაისს ლოპოტაზე. მათ ტრანსპორტირებას  უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2736
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031