მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა მულტიეთნიკური ხელოვნების ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლა
04 აპრ 2015
 

დღეს,  ქალაქ  მარნეულის კულტურის ცენტრმა  მულტიეთნიკური ხელოვნების ტრადიციულ ფესტივალს - "ერთი ცის ქვეშ – კულტურული დიალოგი“ უმასპინძლა.

ღონისძიებას დაესწრნენ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები.
კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობდნენ   საქართველოს  რეგიონში მოქმედი    სახელოვნებო სკოლებისა და კულტურის ცენტრებთან არსებული   კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები. 
აღნიშნული ფესტივალს ორგანიზებას უწევდა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე, კომპოზიტორი  მანანა ალფაიძე და  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალის  დონორი ორგანიზაციაა  - გაერო-ს ასოციაცია  საქართველოში.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს  მერაბ თოფჩიშვილს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.
გამგებლემა სიტყვით მიმართა ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას  და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაახლოებისა და  სამომავლო  ურთიერთობების გასაღრმავებლად.  აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავს ღონისძიებებს.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2638
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2451
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031