მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მინისტრი ოთარ დანელია მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
06 მარ 2015
 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტში,  სასოფლო-სამეურნეო დარგის ხელშეწყობის მიზნით დაწყებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან და ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრი მოინახულა, სადაც  მოისმინა ინფორმაცია - მცირემიწიან ფერმერთა  საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მესამე ეტაპისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზების შესახებ.
ოთარ დანელიამ  მარნეულში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული  სასათბურე მეურნეობა და მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა,  სადაც  ასევე შეხვდა საწარმოებში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას.
მინისტრი, ოთარ დანელია,  მარნეულის მუნიციპალიტეტში  დებედას არხის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო.
მარნეულის შემდეგ მინისტრი ბოლნისში გაემგზავრა, სადაც ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მიმდინარე  პროექტები განიხილეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2760
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2270
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2612
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    44
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031