მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი
04 მარ 2015
 

„მცირემიწიან  ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი  მარიანა მოროშია, ქვემო ქართლის  რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, მარნეულის მინიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და თეიმურაზ ბერიძე, ქვემო ქართლში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხომერიკი, შპს „მექანიზატორის“ დირექტორი ზვიად ჩხაიძე და მისი მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე ადგილზე ჩავიდნენ და ხვნის სამუშაოებს გაეცვნენ.
მიმდინარე წელს  სოფელ წერეთელში, 207 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს სოფელ წერეთელის 645 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან ხვნის ბარათი 478 ფერმერმა უკვე მიიღო. სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 10 ტრაქტორი შეასრულებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 205 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში“ წინასწარი მონაცემებით,  მარნეულის მუნიციპალიტეტში დახმარებას დაახლოებით 27 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. ჯამში კი  ქვემო ქართლის მასშტაბით 91 000-ზე მეტი ბენეფიციარი, აქედან ხვნის ბარათს 50 805 ფერმერი. პროექტის ბენეფიციარების სიაზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს, ხოლო დაზუსტებული სიები მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წელს  800 000 ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონს შეადგენს.
მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.
• ბენეფიციარებს, რომლებსაც გააჩნიათ 0,25 დან 1,25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის ანგარიშით.
• ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0,25-მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.
• ბენეფიციარები, რომლებიც 0,25-დან 1,25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ფექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო საქონელს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს  დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2639
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    47
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031