სიახლეები
მარნეულში ალილოს მსვლელობა გაიმართა
07 იან 2015
ქრისტეშობის მახარობლებს უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდა, სადაც გროვდებოდა შესაწირავი ნობათი, რომელიც შემდგომ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში განაწილდება.საზეიმო მსველობას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა, რომლის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით მსგავსი მსვლელობა მარნეულში მეორე წელია იმართება.ალილოს მსვლელობა გამგეობის შენობის წინაც შეჩერდა, სადაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ალილოს მონაწილეებს ტკბილეულითა და სურსათით დატვირთული ნობათებით შეეგება და ხალხს შობის დღესასწაული მიულოცა.ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის ეზოში დასრულდა, სადაც მეუფე გიორგიმ შეკრებილი მეალილოეები დალოცა.
{AG}2015.01.07-alilo{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2673
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
140
აპრ 03 ოთხ 2024
845
აპრ 22 ოთხ 2020
15982
აპრ 22 შბ 2017
29223
იან 09 ორშ 2017
28805
აგვ 30 სამ 2016
30773
აგვ 27 შბ 2016
30048
სექ 02 პარ 2016
28500
აგვ 26 პარ 2016
27969