სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ შობა-ახალ წელს!
30 დეკ 2014
ყოველი ახალი წლის დადგომა ახალი საქმეების წამოწყების, ოცნებებისა და სურვილების ასრულების საწინდარია. ამიტომ გისურვებთ, რომ ყველა ის ჩანაფიქრი და სურვილი, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობისკენაა მიმართული, აგსრულებოდეთ. 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. სწორედ ამ არჩევნების შედეგად, მარნეულელი მოსახლეობის მხარდაჭერით, პირდაპირი წესით ამირჩიეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლად. მინდა მადლიერება გამოვხატო ამ მშრომელი, თბილი და სიკეთის დამნახავი ხალხის მიმართ, რომ მენდნენ და მხარი დამიჭირეს არჩევნებში. ეს არ იყო ჩემი პირადი გამარჯვება პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ ეს არის ხალხის მიერ მონიჭებული ნდომის მანდატი და უდიდესი პასუხისმგებლობა, როგორც მარნეულელი მოსახლეობის ისე ქვეყნის წინაშე. მოსახლეობასთან ურთიერთთანამშრომლობა და მათთან მჭიდრო კონტაქტი ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს და დასახულ გეგმებს რეზონანსულს და პროგრესულს ხდის. ამის ნათელი მაგალითია ის განხორციელებული 200-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, როგორიცაა სასმელი და სარწყავი სისტემების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობა და სხვა. ასევე ხორციელდება სოციალური პროგრამები სხვადასხვა კატეგორიის ოჯახების დასახმარებლად. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი განხორციელებაც ვაპირებთ. მომავალი წლისთვის დაგეგმილია უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.ყველა ის პროექტი, რომელიც დასრულდა ან ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებისამებრ, მათ მიერ დაყენებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად ხორციელდება. იმედი მაქვს ურთიერთთანამშრომლობით წამოწყებული ყველა მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დასრულდება.უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს მთავრობას ყურადღებისთვის, თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მომავალს!
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი
მნახველთა რაოდენობა: 2840
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
145
აპრ 03 ოთხ 2024
847
აპრ 22 ოთხ 2020
15986
აპრ 22 შბ 2017
29225
იან 09 ორშ 2017
28809
აგვ 30 სამ 2016
30775
აგვ 27 შბ 2016
30051
სექ 02 პარ 2016
28504
აგვ 26 პარ 2016
27973