სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ
26 დეკ 2014
გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის წევრებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურიშვილმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ მედიას 2 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. სამინისტროების ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს მათი უწყებების მიერ რეგიონში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი თვითთმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.ადგილობრივ მოსახლეობას თავისი 1 წლის საქმიანობის ანგარიში ასევე წარუდგინა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშების წარდგენა ქვეყნის ყველა რეგიონში პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მიმდინარეობს.
{AG}2014.12.26-konferencia{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2785
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
147
აპრ 03 ოთხ 2024
854
აპრ 22 ოთხ 2020
15989
აპრ 22 შბ 2017
29225
იან 09 ორშ 2017
28810
აგვ 30 სამ 2016
30776
აგვ 27 შბ 2016
30052
სექ 02 პარ 2016
28509
აგვ 26 პარ 2016
27973