სიახლეები
მარნეულში 19 იძულებით გადაადგილებული ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდა
14 ნოემ 2014
მოწმობების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, USAID-ს მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონალური წარმომადგენელი პოლ მაკინტოში.მარნეულში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 2013 წლის 12 ნოემბერს 19 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცათ, თუმცა ამ დრომდე ფართები მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა. დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად -1ლარად დაუკანონდათ.ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების (USAID-ის) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.ორსართულიანი შენობის ყველა ბინაში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, გარე განათების ქსელი და პარკირების ადგილი. დევნილებმა ჩამოაყალიბეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საერთო სარგებლობის ფართზე ზრუნვისა და საკუთრების ერთობლივად მოვლის მიზნით.
{AG}2014.11.14-shekhvedra.devnilebtan{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2688
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
656
აპრ 22 ოთხ 2020
15790
აპრ 22 შბ 2017
29033
იან 09 ორშ 2017
28579
აგვ 30 სამ 2016
30594
აგვ 27 შბ 2016
29846
სექ 02 პარ 2016
28294
აგვ 26 პარ 2016
27792
აგვ 30 სამ 2016
25902
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |