სიახლეები
გამგეობაში დებედა ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო
06 ნოემ 2014
სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცვნეს ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს ცალკეული დეტალები. დებედა ჰესის (3 მვტ სიმძლავრის) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების დამია-გიაურარხისა და მამაის (კიროვკა) შორის ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით სათავე კვანძი მოეწყობა ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის პკ130+00-პკ140+00 მონაკვეთზე. ამ მონაკვეთზე არხი გადის დახურული, რკინაბეტონის გალერეით. 1700 მეტრიანი სიგრძის სადაწნეო მილსადენი მოეწყობა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, გადაკვეთს მარნეული-შულავერი-სადახლოს საავტომობილო გზას და შეუერთდება ჰესის მიწისზედა შენობას. ნამუშევარი წყლის გამყვანი არხი გაყვანილი იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. გამყვანი არხი შეუერთდება მდ. დებედას. პროექტის მიხედვით ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ჩაირთვება რეგიონის ენერგოსისტემაში და რეალიზებული იქნება ადგილობრივ ბაზარზე. დებედა ჰესის პროექტს ახორციელებს შპს „ჰიდრო ჯორჯია”, ხოლო მისი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგი”-ს მიერ.
{AG}2014.11.06-debeda.hesis.zemoqmedeba.bunebaze{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2887
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
636
აპრ 22 ოთხ 2020
15782
აპრ 22 შბ 2017
29020
იან 09 ორშ 2017
28572
აგვ 30 სამ 2016
30579
აგვ 27 შბ 2016
29832
სექ 02 პარ 2016
28278
აგვ 26 პარ 2016
27778
აგვ 30 სამ 2016
25893
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |