სიახლეები
მარნეულის გამგეობაში ბოსტნეულის წარმოების ტექნიკის შესახებ ტრენინგი გაიმართა
04 ნოემ 2014
აღნიშნული ტრენინგები პროექტის „ექსტანციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზანად ისახავდა ცენტრის თანამშრომლების ინფორმირებულობას ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ფერმერებისთვის მრავალფეროვანი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. ტრენინგის მონაწილეებს სემინარის დასრულების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსაუხრების გაძლიერება საქართველოში"-ს ხელმძღვანელი როლანდ სმიტი შეხვდნენ, სადაც საუბრის ძირითად თემას მარნეულში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა. ,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერების“ (SEAS)-ის პროექტი USAID-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის სოფლის მეურნეობაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას.
{AG}2014.11.04-sof.meurneobis.ministris.moadgile{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2692
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
637
აპრ 22 ოთხ 2020
15785
აპრ 22 შბ 2017
29024
იან 09 ორშ 2017
28576
აგვ 30 სამ 2016
30581
აგვ 27 შბ 2016
29835
სექ 02 პარ 2016
28282
აგვ 26 პარ 2016
27780
აგვ 30 სამ 2016
25894
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |