მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეული სოლიდარობის ფონდს შეუერთდა
04 ნოემ 2014
 
  შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი  მერაბ თოჩიშვილი, გამგეობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, განათლების სამსახურისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანადგომისათვის და გააცნო დეტალური ინფორმაცია დღეისათვის ფონდის მიერ მობილიზებული რესურსებისა და მხარდაჭერილი ბენეფიციარების შესახებ. მისი განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვისა და სოლიდარობის ფონდის პროგრამებით საქართველოში 22-წლამდე ასაკის ონკოლოგიურ პაციენტთა დაფინანსების პრობლემა უკვე გადაჭრილია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი 2015 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად შესძლებს პროგრამების გაფართოვებას შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად.  როგორც ფონდის აღმასრულებელმა  დირექტორმა მარიამ ჯაშმა განაცხადა დღეისათვის ფონდის მიერ დაფინანსებული 25 ბენეფიციარიდან ერთ-ერთი მარნეულის რაიონში მცხოვრები 6 წლის ბავშვია.  მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის სახელით მადლობა გადაუხადა ფონდის წარმომადგენლებს და     სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.  აღსანიშნავია, რომ მარნეულის მინიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები უკვე შეუერთდნენ სოლიდარობის ფონდს, რაც  მათ მიერ  ყოველთვიური ნებაყოფლობითი მცირე დონაციებით გამოიხატება. {AG}2014.11.04-solidarobis.fondis.prezentacia{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2652
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2065
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031