მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თათბირი 29.10.2014
29 ოქტ 2014
 
ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების,  ხშირი გათიშვის  გამომწვევი მიზეზის გასარკვევად და  ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე სასაუბროდ, თათბირზე სპეციალურად იყვნენ  მოწვეულნი  ენერგო-პრო ჯორჯიას  მარნეულის სერვის-ცენტრის უფროსი ლევან გუგუჩია და მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე.გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, ენერგოსისტემაში დღემდე არსებული და  მოუგვარებელი პრობლემის ოპტიმალური  გზით  გადაჭრა მოსთხოვა ბატონ ლევან გუგუჩიას.  ელექტრო ენერგიის  ხშირი გათიშვის მიზეზად ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ამორტიზებული ტრანსფორმატორები და ელექტროქსელების სიძველე დაასახელა.თათბირზე  მოწვეულმა    სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის  უფროსმა ნუკრი მემარნიშვილმა ისაუბრა რაიონში კოოპერატივების შექმნის აუცილებლობაზე, აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობასა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის  მერსი ქორფსის პროგრამაზე, რომელიც  ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებისთვის ხორციელდება.გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა  ხაზი გაუსვა  სოფლებში კოოპერატივების შექმნის აუცილებლობას და აღნიშნა,  რომ სოფლის მეურნეობის განვითარება კოოპერატივების შექმნის გარეშე შეუძლებელია. {AG}2014.10.29-tatbiri{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2979
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2066
სექ 19 სამ 2023
2321
ივლ 05 ოთხ 2023
2475
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031