მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
09 ოქტ 2014
 
შეხვედრაზე „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის წარმომადგენელმა დავით მიქელაძემ  დამსწრეთ პროექტის  შესახებ დეტალური ინფომაცია მიაწოდა. მისი თქმით პროექტის მიზანი თვითმმართველი ერთეულის საქმიანობისა და შედეგების თვითშეფასების მეთოდოლოგიისა და ობიექტურ ინდიკატორებზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის შექმნაა, რაც  სამომავლოდ ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს  საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა  და წარმართვაში.სამუშაო შეხვედრაზე  თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებს საქმიანობის ეფექტურობასა და შედეგიანობის შეფასების მიზნით  წინასწარ განსაზღვრული კითხვები დაურიგდათ.როგორც დავით მიქელაძემ განაცხადა, თვითშეფასების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუმენტი თვითმმართველ ერთეულს შესაძლებლობას მისცემს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, მოახდინოს თავისი საქმიანობის შეფასება წინასწარ განსაზღვრული კითხვების (ინდიკატორების) მიხედვით, შეისწავლოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლების, შესაბამის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების, სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებისა და ზოგადად, მოქალაქეების შეხედულებები და მოსაზრებები თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ეფექტურობასა და შედეგიანობასთან დაკავშირებით. თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით ასევე შესაძლებელი იქნება იმ საყურადღებო საკითხებისა და რეკომენდაციების გამოვლენა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს თვითმმართველი ერთეულის მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხისა და სხვადასხვა მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი ქალაქ რუსთავსა და თიანეთის მუნიციპალიტეტთან ერთად შერჩეულ იქნა საპილოტე მუნიციპალიტეტად, რათა მოხდეს შემუშავებული თვითშეფასების მეთოდოლოგიის გამოცდა და შემდგომი დახვეწა. {AG}2014.10.09-samushao.shekhvedra.usaid{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3033
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2062
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031