მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობამ ადგილობრივ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
04 ოქტ 2014
 
გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად,  თავდაპირველად  სოფელ სადახლოს ეწვია,   სადაც სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი დაახლოებით 250 შეჭირვებულ ოჯახს დაურიგეს. სოფელ კიროვკასა  და სოფელ ზემო სარალში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების - გოიჩა მუსაევისა და ქეინან გუსეინოვის ოჯახებიც მოინახულეს   და საჩუქრად  ეტლები და სადღესასწაულო ნობათი  გადასცეს.„მარნეულის გამგეობის სახელით, გულითადად ვულოცავ ყურბან- ბაირამის დღესასწაულის დაწყებას არამარტო მარნეულში, არამედ მთლიანად საქართველოში  მცხოვრებ მუსლიმებს. ვუერთდები მათ სიხარულს და  თითოეულ მათგანს  ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.“ - განაცხადა მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება. {AG}2014.10.04-yurban.bairami{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2845
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2063
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031