მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში კონკურსის „თურქვიზიონის” მონაწილე გამოავლინეს
04 ოქტ 2014
 
ღონისძიებას  მარნეულის გამგეობის ხელმძღვანელი პირები, პრემიერ მინისტრის თანაშემწე სავალან  მირზოევი  და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.ღონისძიების ორგანიზატორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს  მერაბ თოფჩიშვილს მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადეს.„მოხარული ვარ, რომ კონკურსის  საბოლოო შესარჩევი ტური მარნეულში იმართება. წარმატებებს ვუსურვებ კონკურსის თითოეულ მონაწილეს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გამგეობა ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს  ღონისძიებებს, რომლის მიზანია  ახალგაზრდების გააქტიურება."-აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.კონკურსანტებს  მიესალმნენ და წარმატებები  უსურვეს პრემიერ მინისტრის თანაშემწემ სავალარ მირზოევმა  და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალმა."თურქვიზიონის“ შესარჩევი ტურები  საქართველოს თურქულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში - დმანისში, გარდაბანსა და მარნეულში 25, 26 და 27 სექტემბერს ჩატარდა.მუსიკალური კონკურსი "თურქვიზიონი" არის ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებენ თურქულენოვანი ხალხები. კონკურსი ტელეარხი "თურქული მუსიკალური გაერთიანების" (TMB) პროექტია და იგი ყოველ წელს იმ ქალაქში ტარდება, რომელიც აირჩევა თურქული სამყაროს დედაქალაქად. წელს კონკურსი "თურქვიზიონი"  რუსეთის ფედერაციის ქალაქ კაზანში ჩატარდება.საქართველოში კონკურსისთვის შესარჩევ ტურებს ორგანიზებას TMB-სთან თანამშრომლობით, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი უწევდა.   {AG}2014.10.04-turq.vizini{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2747
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2062
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031