მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
04 დეკ 2020
 

ქალაქ მარნეულში ე. წ. ელევატორის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით 2 189 გრძივი მეტრის მოცულობის  გზის მშენებლობა იგეგმება.
გზის კეთილმოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო   თანხა 995 156 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო  მარნეულის მუნიციპალიტეტის  მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ინფრასტრუქტურის  სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ  ახალი გზის მშენებლობა,  იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილ ახალ დასახლებაში მიმდინარებს, სადაც  გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად,  სოფლის ტიპის დასახლება  გაშენდა.  31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3934
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2111
სექ 19 სამ 2023
2352
ივლ 05 ოთხ 2023
2511
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031