მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
01 ივლ 2020
 

პროგრამის განხორციელების დეტალებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 21 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი, ქვეყნის მასშტაბით, 66 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა უკვე მიიღო, პროცესი ქვემო ქართლის რეგიონშიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერი 1 ივლისამდე შეძლებს გაანაღდოს კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%, არანაკლებ 100 ლიტრისა. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები შეძლებენ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენებას. 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელი იქნება დიზელის ფასდაკლების ბარათების დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამები იხილეთ ბმულზე: www.arda.gov.ge

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4738
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2285
სექ 19 სამ 2023
2493
ივლ 05 ოთხ 2023
2629
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    73
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031