მარნეულის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გრძელდება.
კამპანია "დარჩი სახლში"-ის ფარგლებში, მერია უზრუნველყოფს ხანდაზმული და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მერიის მხრიდან 1000- მდე, სასურსათო პაკეტი იქნა გაცემული; გრძელდება PCR ტესტების აღების პროცესიც.
ყველა სოციალური აქტივობების პარალელურად, მოსახლეობაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულსა და სოფლებში მოძრაობს ავტომობილები, საიდანაც ხმოვანი შეტყობინებით მოსახლეობას სამ ენაზე აწვდიან რეკომენდაციებს ვირუსთან დაკავშირებით;
სიახლეები
მარნეულში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გრძელდება
08 მაი 2020
მნახველთა რაოდენობა: 1873
სიახლეები

















