მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
25 მარ 2020
 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში,  ქალაქ მანრეულის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო.  ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება და ქალაქის შემდგომ, სოფლებსაც მოიცავს.

ამ ეტაპისთვის სამუშაოებში ჩართულია ოთხი ერთეული ტექნიკა.

სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები  აწარმოებენ.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება.

სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობითა და ორგანიზებით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 366
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2020 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930