მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საჯარო განხილვისთვის
22 იან 2020
 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა- მარნეულის მუნიციპალიტეტში, სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“-ს 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“-ს (არსებული ერთჯაჭვა 330 კვ ეგხ „გარდაბანი“-ს გაორჯაჭვიანება) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“-ს 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“-ს (არსებული ერთჯაჭვა 330 კვ ეგხ „გარდაბანი“-ს გაორჯაჭვიანება) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტები. 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის  დრო და ადგილი:  მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, 2020 წლის 28 იანვარი, 15:00 საათი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2019 წლის 27 დეკემბერს, სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგომ“ სამინისტროში წარმოადგინა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“-ს (არსებული ერთჯაჭვა 330 კვ ეგხ „გარდაბანი“-ს გაორჯაჭვიანება) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება.  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად,  სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარო განხილა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2020 წლის  30 იანვრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,  ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.

იხ. საჯარო განხილვის წესი

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას  ნაბეჭდი სახით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 789
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2020 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031