მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა/რეაბილიტაცია მარნეულში
04 ოქტ 2019
 

ქალაქ მარნეულში, სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის დასრულდა ქობულეთის ქუჩაზე მცირე ზომის სკვერის მოწყობის სამუშაოები. უახლოეს მომავალში კი ახალი დასასვენებელი სივრცეები, რუსთავლის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კორპუსის ეზოშიც მოეწყობა.

დღეს მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმ კორპუსების ეზოებს ესტუმრა, სადაც ახალი სკვერების მოწყობა იგეგმება. 

ზაურ დარგალმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სპეციალისტებთან ერთად, სივრცეების მოწყობის პროცესში გასათვალისწინებელ დეტალებზე იმსჯელა და დაპროექტებასთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა, რომელიც მოწყობის პროცესში იქნება გათვალისწინებული.

დღესვე, მერიის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ მარნეულის შემოსასვლელში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“, მიმდიბარე ტერიტორიაზე, სკვერის მოწყობის სამუშაოებიც მოინახულეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 772
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2019 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031