სიახლეები
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყეს
18 ნოემ 2013
სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ამ მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრიორიტიტულობაზე ესაუბრა. გიორგი მიშელაძემ კოოპერატივების შექმნის ტექნიკურ საკითხებზე და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ შეაღავათებზეც გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ანალოგიურ შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავენ.
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამრთლის იურიდიული პირი - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.
ხელისუფლებამ ფერმერთა ნებაყოფლობითი, სარგებელზე ორიენტირებული კოოპერაციის განვითარება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აირჩია, რადგან კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს:
სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას;
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას;
მიწების გამსხვილებას, კონსოლიდაციას;
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი (საჩუქარი);
განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, კრედიტუნარიანად ითვლება და საკრედიტო რესურსი მისთვის უფრო ხელმისაწვდომია;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შემოსავალი მეტი აქვთ, ხარჯი კი ნაკლები, რადგან დანახარჯები რამდენიმე სუბიექტზე ნაწილდება.
{AG}18.11.2013-kooperativebi-shexvedra-marneulis-gamgeobashi{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 3141
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
705
აპრ 22 ოთხ 2020
15834
აპრ 22 შბ 2017
29070
იან 09 ორშ 2017
28618
აგვ 30 სამ 2016
30626
აგვ 27 შბ 2016
29892
სექ 02 პარ 2016
28334
აგვ 26 პარ 2016
27831
აგვ 30 სამ 2016
25933
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |