სიახლეები
მგფ–ი, ლტოლვილთა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მარნეულში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსში გახსნეს
12 ნოემ 2013
მარნეულის მუციპალიტეტში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის კიდევ ერთი 24 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. ყოფილი ბაღის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID - ის ) დაფინასებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 855821,76 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეალიბიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 24 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 17 ერთოთახიანი და 7 ოროთახიანი მათ შორის, ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაბტირებული.პროექტის მშენებლობაზე 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 5 იძულებით გადაადგილებული პირი. ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები და კარმის ტიპის გაზგამათბობელი, ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარე-განათების ქსელი და დეკორატიული სანათები.ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებითი გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID –ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული შენობები ქუთაისში,წყალტუბოსა და ვანში. მარნეულის შემდეგ დარჩენილი შენობების გახსნაც ეტაპობრივად მოხდება.
{AG}12.11.2013-devnilta-axali-sacxovrebeli{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2903
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
719
აპრ 22 ოთხ 2020
15850
აპრ 22 შბ 2017
29089
იან 09 ორშ 2017
28651
აგვ 30 სამ 2016
30638
აგვ 27 შბ 2016
29903
სექ 02 პარ 2016
28351
აგვ 26 პარ 2016
27842
აგვ 30 სამ 2016
25949
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |