სიახლეები
2013 წლის 7 ნოემბერს ქ. მარნეულში ჩატარდა ანტი-ნარკოტიკული აქცია „შეიგრძენი ცხოვრება, იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე“მარნეულის რაიონული პროკურატურის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით.
08 ნოემ 2013
დასაწყიში მონაწილეებს დაურიგდათ მაისურები, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის იყო დამზადებული და მათზე დატანებული იყო სლოგანი „შეიგრძენი ცხოვრება, იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე“ თავდაპირველად ჩატარდა სემინარი ნარკომანიის, ალკოჰოლის და აივინფექციის მავნე ზეგავლენის შესახებ. მოეწყო აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საინტერესო ვიდეორგოლების ჩვენება. სემინარის დასასრულების შემდგომ ახალგაზრდებმა დააფიქსირეს მათი სურვილები და აზრიანი სლოგანები სპეციალურად ამ მიზნისთვის გამზადებულ ბანერზე.მოეწყო მარათონი რუსთაველის ცენტრალურ ქუჩაზე. მარათონში გამარჯვებული პირველი სამი მონაწილე გოგო და სამი მონაწილე ბიჭი დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით. ასევე პროექტში მონაწილეებს რაიონის პროკურორმა გიორგი კაკულიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გადასცეს სერთიფიკატები. გარდა ამისა მონაწილეთა განწყობაზე იზრუნა ადგილობრივმა მუსიკალურმა ბენდმა. ამის შემდეგ მოეწყო მსვლელობა ქალაქში, მონაწილეებმა სასტვენებითა და ბანერებით მიიპყრეს მოქალაქეთა ყურადღება და დაარიგეს ნარკომანიის, ალკოჰოლის და აივირუსის შესახებ დაბეჭდილი ორენოვანი (ქართული და აზერბაიჯანული) ბუკლეტები. მსვლელობა დასრულდა ქალაქის ცენტრში, სადაც მსვლელობის მონაწილეებმა გაუშვეს ჰაერში ფრანის ბუშტები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
მარათონის შედეგები ქალთა შორის:
პირველი ადგილი - ინგა დადვანი მეორე ადგილი - მაგდა ტალახაძე მესამე ადგილი - ქეთი ფიჩხულაშვილი
მარათონის შედეგები ვაჟთა შორის:
პირველი ადგილი - გენადი ბოჭოიძემეორე ადგილი - ჟორა სერობიანიმესამე ადგილი - დათო ბურნაძე
მნახველთა რაოდენობა: 3177
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
712
აპრ 22 ოთხ 2020
15839
აპრ 22 შბ 2017
29079
იან 09 ორშ 2017
28629
აგვ 30 სამ 2016
30632
აგვ 27 შბ 2016
29897
სექ 02 პარ 2016
28341
აგვ 26 პარ 2016
27836
აგვ 30 სამ 2016
25941
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |