მარნეულის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით“ (EuropeAid/138609/DH/SER/GE) ფარგლებში, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ექსპერტები ეწვივნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანი, გადამუშავებასა და სეპარირებული შეგროვების პილოტირებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ბიონარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტი ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიის საფუძველზე, შეძენილ იქნა 30 ცალი 1100 ლიტრის მოცულობის კონტეინერი, რომელიც გადმოეცემა ადგილზე მოქმედ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს.
აგრეთვე მომზადდა საინფორმაციო ხასიათის მასალები. კონტეინერები ნიშანდებული იქნება EU-ს, პროექტისა და MEPA-ს ლოგოებით (სტიკერები). ისინი განლაგდება მარნეულში, სხვადასხვა ადგილებზე.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ბროშურები და სახელმძღვანელოები, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ ენებზე.
სიახლეები
ნარჩენების სეპარირებისთვის მუნიციპალიტეტში 30 ერთეული ურნა დაიდგმება
06 დეკ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4366
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
429
აპრ 22 ოთხ 2020
15600
აპრ 22 შბ 2017
28823
იან 09 ორშ 2017
28380
აგვ 30 სამ 2016
30388
აგვ 27 შბ 2016
29673
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25731