მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავისუფალი თემების კონკურსი - „მასწავლებელი თანამედროვე სამყაროში“ ჩატარდა.
კონკურსში მარნეულის საჯარო სკოლების VII - XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჟიურიმ 3 საუკეთესო თემის ავტორი, მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბახტურიძე, მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე მარია გასანოვა და სოფელ საიმერლოს სკოლის მოსწავლე ანა ხარშილაძე გამოავლინა, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნები.
კონკურსის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ, სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ვიკტორ კლინკაროვი და სოფელ ახალი დიოკნისის სკოლის მოსწავლე თამაზ ძირკვაძეც.
სიახლეები
მარნეულში კონკურსი „მასწავლებელი თანამედროვე სამყაროში“ გაიმართა
16 ნოემ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4365
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
425
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28817
იან 09 ორშ 2017
28374
აგვ 30 სამ 2016
30381
აგვ 27 შბ 2016
29671
სექ 02 პარ 2016
28086
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25726