მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საბჭოთა ოკუპაცის დღე აღინიშნა
26 თებ 2018
 

25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით  გაიმართა ღონისძიება, რომლის  მიზანი, 1921 წლის 25 თებერვალს მომხდარი  საქართველოს  ტრაგიკული ისტორიისა  და  ამ დღეს დაღუპული გმირების გახსენება იყო.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს   ამ დღის ტრაგიკული მოვლენები. მათ  დამსწრე აუდიტორიას,  თემატური პოეზიისა და  მუსიკის სინთეზი შესთავზეს. ასევე, მოეწყო თეატრალური სტუდიის პერფორმანსი სახელწოდებით -"გაწყვეტილი  მავთულხლართი" და  ვიდეო რგოლის -  "არა ოკუპაციას" ჩვენება.
ღონისძიებას  ესწრებოდნენ  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს დეპუტატები.
ამავე დღეს, მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერიის   განათლების, კულტურის, სპორტის  და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების   ორგანიზებით,  წარჩინებული მარნეულელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  უფასო ექსკურსია მოეწყო. აღნიშნული აქტივობის მიზანს  მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის უკეთ შესწავლა და სამოქალაქო თვითშეგნების  ამაღლება წარმოადგენდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3982
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2154
სექ 19 სამ 2023
2397
ივლ 05 ოთხ 2023
2537
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031