7 დეკემებრს, მარნეულის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მერიის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე საგრანტო პროგრამის დაფინანსების მიმართულებების, პროგრამაში მონაწილეობის პირობებისა და საპროექტო წინადადებების წარდგენის შესახებ.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა თემატური დაფინანსების მექანიზმია, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების ხელშეწყობა. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით:
1. პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.
2. ღონისძიების გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;
3. სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით.
დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ ფიზიკურ პირებს.
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადების დაფინანსების შესახებ და შედეგებს აცნობს პროექტის ავტორს.
საგრანტო პროექტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები განიხილავენ.
სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის პრეზენტაცია მარნეულში
08 დეკ 2017
მნახველთა რაოდენობა: 3920
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15604
აპრ 22 შბ 2017
28828
იან 09 ორშ 2017
28382
აგვ 30 სამ 2016
30391
აგვ 27 შბ 2016
29676
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25733