მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან
05 დეკ 2017
 

3 დეკემბერს, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების პატივსაცემად. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და მის მოადგილესთან მამუკა ნავერიანთან ერთად ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრში იმყოებოდა, სადაც ცენტრის ბენეფიციარებს და მათ მშობლებს შეხვდა. სტუმრებმა ცენტრის ბენეფიციარებს მათი უფლებების დაცვის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მერი დეტალურად გაეცნო ცენტრის საქმიანობას და აღმზრდელებთან, მშობლებთან და ცენტრის დირექტორთან ერთად მათ საჭიროებებს გაეცნო. დღესვე, თემურ აბაზოვი საჯარო ბიბლიოთეკაში მარნეულის „ყრუთა კავშირის“ ბენეფიციარებს, ასევე ეტლით მოსარგებლეებსა და უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელბს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა მოისმინა მათი საჭიროებები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ხელისულფების ერთ- ერთი პრიორიტეტია. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი თავისუფალ და თანაბარ გარემო პირობებში ცხოვრობედეს, რათა ყველას შეეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება და თავი სრულფასოვან მოქალქეებად იგძნონ. პირადად მე ხელს შევუწყობ შშმ პირთა რესოციალიზაციის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვას, დასაქმების უზურუნველყოფასა და შესაბამისი ფიზიკური გარემოს მოწყობას.“- განაცხადა შეხვედრაზე თემურ აბაზოვმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წელს გამოცხადდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 47/3 რეზოლუციით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4538
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2215
ივლ 05 ოთხ 2023
2339
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930