„ევროპის სულის“ ვორქშოფში წარმატებით მონაწილეობისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოდგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, დღეს, მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარია გასანოვას, მადლობის სიგელი გადასცა. ღონისძიება მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორი კენან ომაროვი თანამშრომლებთან ერთად, მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ახსაბაძე და მარია გასანოვას მშობელი. აღსანიშნავია, რომ მარია გასანოვას მადლობის სიგელები, მუნიციპალიტეტის გარდა, ევროპის სულისა და ფონდი „კავკასია ნიდერლანდების სამეფო კულტურის და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრი“-ს მიერ გადაეცა. შეგახსენებთ, რომ მარნეულელმა მოსწავლემ მარია გასანოვამ მონაწილეობა მიიღო, საერთაშორისო მოძრაობა „ევროპის სულის“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში, სახელწოდებით -„ახალგაზრდების ჩართვა საერთო ევროპული სივრცის შექმნის პროცესში“. ღონისძიება, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ახალგაზრდასა და სამოქალაქო სექტორის 70-მდე წარმომადგენელს აერთიანებდა, ქალაქ თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 12-14 ოქტომბერს შედგა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში, ასევე, გერმანიის და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება ქალაქის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის პროცესის სწორად წარმართვასა და ახალგაზრდა ხელოვანი და მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბებაში.
სიახლეები
მერმა მოსწავლე მარია გასანოვას მადლობის სიგელი გადასცა
01 დეკ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4779
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15604
აპრ 22 შბ 2017
28828
იან 09 ორშ 2017
28382
აგვ 30 სამ 2016
30391
აგვ 27 შბ 2016
29676
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25733