დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, „შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდისა“ და „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენცია“.
ღონისძიებას, მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი, გამგეობის სოციალური სამსახურისა და ა(ა)იპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“–ს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროგრამა ითვალისწინებს ჯანდაცვის მუშაკების სწავლებას, ინფორმირებას, სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციის დისკირიმინაციის შემცირების მიზნით, მაღალი რისკის ჯგუფებთან.
დღევანდელი ღონისძიება აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება. შემდგომი ღონისძიება 27 ივნისს ბოლნისისი მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
პროგრამა დაფინანსებულია „აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ მიერ.
სიახლეები
ტრენინგი შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ
23 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4765
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28095
აგვ 26 პარ 2016
27595
აგვ 30 სამ 2016
25736