მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ლტოლვილთა რეგისტრაცია
08 აგვ 2013
 
რეგისტრაციაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დევნილისათვის, რათა მათ არ შეუჩერდეთ დევნილის შემწეობა რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ. დევნილთა რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენს, დევნილი მოსახლეობის შესახებ განახლებული ინფორმაციისა და პროფილის ხელმისაწვდომობა. ასევე ოჯახის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღება. ეს მონაცემები გამოყენებული იქნება ოჯახებისა და ინდივიდუალურ პირთა განსასაზღვრად, რათა მოხდეს მათი სპეციფიკური საჭიროებების განხილვა და მათთვის შესაძლო გრძელვადიანი გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება. რეგისტრაციის შედეგები გამოყენებული ინება დევნილთა მიმართ ეროვნული პოლიტიკის ფორმირებისათვის, მათი განსახლებისათვის და ამავე დროს, როგორც მონიტორინგის საშუალება დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი მეანიზმების განსაზღვრისათვის. რეგისტრაციის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მუშა ჯგუფი. მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია განხორციელდება 9სექტემბრიდან  21სექტემბრის ჩათვლით.რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა დევნილმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:დევნილის მოწმობა;პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა;რეგისტრაციისთვის დაქორწინებული წყვილი წარმოადგენს შემდეგ დამადასტურებელ         საბუთებს: ბავშვების დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა;ნებისმიერი 21 წელს ზემოთ მყოფი პირი, რომელიც ცხოვრობს ცალკე და წარმოადგენს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან ან ბინის მეპატრონის თანხმობას, დარეგისტრირდება ცალკე.6 წლამდე ასაკის ბავშვების მიყვანა რეგისტრაციის გასავლელად არ არის აუცილებელი.  
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3279
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2301
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031