სიახლეები
კომპანია ,,კარტლისმა“ ,,პიონერის“ სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის რეკორდული რაოდენობის მოსავალი აიღო მარნეულში
15 ივლ 2013
ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ ,,მინდვრის დღეზე“, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
RP22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია ,,კარტლისს” დათესილი ჰქონდა მარნეულის სოფელ ბაიდარში- 55ჰექტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები ,,კარტლისის“ ტექნოლოგიითაა მოვლილი. ეს ახალი ჯიში, ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოებისაა. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1ჰექტარზე 7-9 ტონა ხორბალი.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, წარმატებული საცდელი თესვის შედეგების მიღების შემდეგ ახლა უკვე ,,კარტლისთან“ ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში სულ 1000ჰექტრამდე ტერიტორიაზე დათესეს.
მნახველთა რაოდენობა: 3495
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
620
აპრ 22 ოთხ 2020
15770
აპრ 22 შბ 2017
29004
იან 09 ორშ 2017
28558
აგვ 30 სამ 2016
30560
აგვ 27 შბ 2016
29821
სექ 02 პარ 2016
28262
აგვ 26 პარ 2016
27763
აგვ 30 სამ 2016
25877
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |