მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა
17 ივლ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა.

პროექტი - „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანიას’’ წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს  მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ კამპანია ინოვაციური ხასიათისაა და მის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით მოხდება: დაიბეჭდება ფლაერები ბრაილის შრიფტით, ასევე, საინფორმაციო ვიდეო-რგოლებს ექნებათ ჟესტური ენის თარგმანი.

კამპანიის ფარგლებში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება, სადაც პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა და ადგილზე დარიგდება საინფორმაციო ფლაერები.

პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის საპროექტო სამუშაო ჯგუფმა დაწერა, რომლის შემადგენლობაში შედიან: მამუკა შუბითიძე, ნინო დეკანოიძე, ირინე მაჭარაშვილი, თამარ კიპაროიძე და დავით ჭიკაძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2603
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2263
სექ 19 სამ 2023
2478
ივლ 05 ოთხ 2023
2608
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
29
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031