დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებლის ზაურ ტაბატაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო თათბირი გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრას, ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მერიის სამსახურის უფროსები, მუნიციპალური ა(ა)იპ - ის და შ.პ.ს - ების ხელმძღვანელი პირები და მერის წარმოადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
თათბირზე, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვისცენტრის უფროსი ალექსანდრე შუკაკიძე და ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი გიორგი დადვანი.
სამუშაო შეხვედრაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, სოფლებში, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღევანდელ თათბირზე, სოფლებისთვის სარწყავი წლის მიწოდების მიზნით დაწყებული სამუშაოების შესახებ ვრცლად ისაუბრა ალექსანდრე შუკაკიძემ. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის უზრუნველყოფისთვის მასშტაბური გაწმენდითი, ასევე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ზაურ ტაბატაძემ სამსახურების მიერ გაწეული სამუშაოებიც შეაჯამა და მერის წარმომადგენლებთან, სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებზე იმსჯელა.
საკუთარი საქმიანობა შეაჯამეს, მუნიციპალური ა(ა)იპ -ის და შ.პ.ს - ების ხელმძღვანელმა პირებმაც.
მერიის თათბირი
მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა (07.02.2019)
07 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4779
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28095
აგვ 26 პარ 2016
27594
აგვ 30 სამ 2016
25736