ხელისუფლებასთან დაკავშირება
პროექტები
აუქციონები
ბიუჯეტი
სურსათის ეროვნული სააგენტო ორშაბათიდან, 5 ივნისიდან იწყებს კალიების საწინააღმდეგო წამლობას მარნეულის მუნიციპალიტეტში. თავდაპირველად, სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შესაბამისი პრეპარატით დამუშავდება სოფლები - შაუმიანი და დიდი მუღანლო (60 ჰა). ასევე ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებელი განვითარების ადრეულ ფაზაში გამოვლინდა.
პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რაც უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული მმართველობის სტილის დამკვიდრებას.
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლობა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გამოცდილების გაზიარების მიზნით ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა.
„ფონდი კავკასია ნიდერლანდების სამეფო კულტურის და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის“ ინიციატივით და ევროპის ფესტივალების ასოციაციის მიწვევით, მარნეულის დელეგაციამ, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტზე მიიღო მონაწილეობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გერმანული განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ინიციატივით, „აღმოსავლეთის მეზობლები" DVV რეგიონული პროექტის ფარგლებში გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე მოეწყო კულინარიული კუთხე.
პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლობამ, გმინა კობილნიცის მერ ლეშეკ კულინსკის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
ვიზიტის ფარგლებში გმინა კობილნიცის მერი ლეშეკ კულინსკი მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
გამწვანების აქციის ფარგლებში, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მერიის შენობის მიმდებარედ ნერგები დარგეს. ასევე, კამპანიის ფარგლებში, სოფელ თამარისის, შულავრის და შაუმიანის საჯარო სკოლების ეზოებში დაირგო ნერგები.
სოფელ დაშტაფას ტერიტორიაზე, საქართველოს მელიორაცია ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისგან მაგისტრალური არხის 500 მეტრიანი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
მარნეულის №6 და №1 საჯარო სკოლებში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე მოსწავლეები მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ; მოეწყო ხელნაწერი წიგნებისა და დედა ენის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პროექტის „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონში“ მონაწილეებს შეხვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა იმყოფებოდა.
1 მარტიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლდა სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებას გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ, როგორც აკადემიური უმაღლესი განათლების პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე.
დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში „მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ მოსახლეობას პირველი სერვისი მიაწოდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში თოჯინური სპექტაკლის ,,სხვა წითელქუდა" პრემიერა გაიმართა.
საქართველოს კანონი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
მარნეულის მუნიციპალიტეტი