მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ წერაქვში მოეწყო გარე განათების სისტემა.
გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქუტული პროექტის ფარგლებში მოხდა გზის მოხრეშვა სოფელ ჯანხოში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე, 2017 წლის იანვრის თვეში სოფელ წერაქვში შეძენილი იქნა სპორტული ინვენტარი, ხოლო სოფელ სიონში სარიტუალო კონსტრუქციები.
რაც შეეხება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს სოფელ სიონში რეაბილიტირდა კულტურის სახლის შენობა, რომლის ღირებულება 24 285 ლარს შეადგენს.
წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ წერაქვთან მისასვლელი და სოფელ სიონში შიდა გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გახლავთ, რომლის ფარგლებშიც რკინა-ბეტონის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 199 777 ლარს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 200 ლარი იქნა გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტები
დასრულებული ინფრასტრუქურული პროექტები წერაქვში
23 თებ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5494
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
429
აპრ 22 ოთხ 2020
15598
აპრ 22 შბ 2017
28822
იან 09 ორშ 2017
28379
აგვ 30 სამ 2016
30386
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27590
აგვ 30 სამ 2016
25730