მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს და პირადად გაეცნენ სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა, რომლის სიგრძე იქნება დაახლოებით 29 კმ, ასევე საპროექტო ქსელზე პროექტით გათვალისწინებული მრიცხველების და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი. ასევე, ახალი რეზერვუარის და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი.
პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყალით.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშკრულებლო ღირებულებაა 1 305 935 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში სოფელს სადახლოში მიმდინარეობდა წყლის დაქსელვითი სამუშაოების პირველი ეტაპი, პროექტის ფარგლებში დაიქსელა 54 კმ სიგრძის პოლიეთილენის მილებით.
ინფრასტრუქტურული პროექტები
სადახლოში სასმელი წყლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
26 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5008
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15274
აპრ 22 შბ 2017
28406
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30106
აგვ 27 შბ 2016
29383
სექ 02 პარ 2016
27720
აგვ 26 პარ 2016
27268
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27494