მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მარნეულში ახალი სკვერი მოეწყო
15 თებ 2017
 

ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩის №71/73-ში, ახლადაშენებული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ახალი სკვერი მოეწყო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მუნიციპალიტეტში სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება, დასასვენებელი  სივრცის არ არსებობის გამო მიიღო.
პროექტის ფარგლებში  გამწვანდა აღნიშნული ტერიტორია  ბალახითა და ბუჩქოვანი ხე-მცენარეებით, რომლისთვისაც მოეწყო მიწისქვეშა სარწყავი სისტემა. რაც შეეხება სკამებს, სკვერში სკამების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, ისეა შეჭრილი მწვანე ზოლში, რომ დამსვენებლისათვის/მკითხველისათვის შეიქმნას მაქსიმალურად იზოლირებული და მყუდრო გარემო.
სკვერის ტერიტორიაზე ასევე განხორციელდა, მცირე ზომის ერთ სართულიანი კაფის მშენებლობა ტერასით, რომელიც გათვლილია მხოლოდ მზა პროდუქციისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციისათვის.
ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი მძღოლებისთვის არსებული ბიბლიოთეკის შენობის უკანა ტერიტორიაზე გათვალისწინებული ახალი ავტოსადგომია, რომელიც ასფალტობეტონის საფარით მოეწყო.
ამასთან, ურბანული თვალსაზრისით, სკვერის ტერიტორიის მთლიან ნაწილზე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, დაიდგა სანაგვე ურნები, მოეწყო ე.წ. სასმელი წყლის სოკო და მოხდა უკვე არსებული საპირფარეშოს მცირე ნაგებობების დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი  საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.
ახალი დასასვენებელი სივრცე ხელს შეუწყობს მარნეულის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას.
ფართომასშტაბიანი თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტიდან 280 000 ლარი გამოიყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3414
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
1592
 
 
სიახლეები
2020 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930