მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები

 

განცხადება - „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - საპროექტო იდეების მიღების ვადამ გადაიწია
26 აგვ 2017
 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო იდეების მიღების ვადამ 15 სექტემბრამდე გადაიწია. 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვის და 2019, 2020 და 2021 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით გრძელდება საპროექტო განაცხადების მიღება. მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეგისტირირებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, წარმოადგინოთ საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადები ხელმისწავდომია: www.marneuli.gov.ge გამგებლის წარმომადგენლებთან თქევნს ადმინისტრაციულ ერთეულში - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით გამგეობაში. პირველ სართულზე, „ქალთა ოთახში“ ფუნქციონირებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისვლა და დეტალური ინფორმაციის გაგება პროცესის შესახებ. ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას თუ რა არის „სამოქალაქო ბიუჯეტი“, როგორ იწერება პროექტი, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საპროექტო განაცხადი და გიპასუხბენ ამომწურავად ნებისმიერ შეკითხვაზე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ. შეკითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 599 53 29 79 ; (0357) 22 43 54 „სამოქალაქო ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომლიც გულისხმობს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებას და ჩართულობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ველით თქვენს აქტიურობას! ერთად დავგეგმოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5797
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031