აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში გამგეობის „ქალთა ოთახის“ ინიციატივით „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ქალბატონები, გამგეობის თანამშრომლები და ქვემო ქართლის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მარიამ გვიდიანი. შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების ინფორმირება იყო „სამოქალაქო ბიუჯეტისა“ და პროექტის წერის შესახებ. შეხვედრაზე ქალბატონებმა ასევე, ისაუბრეს სოფლებში პრიორიტეტულ პრობლემებზე და განსაზღვრეს იდეები თუ რა პროექტებს წარმოადგენენ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში. მოგეხსენებათ, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საინფორმაციო ცენტრად „ქალთა ოთახი“ დასახელდა, რომელიც კონსულტაციას გაუწევს პროექტით დაინტერესებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს.