მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, სოფელ სადახლოში ახლადაშენებული საბავშვო ბაღის გახსნისთვის აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპისთვის გამოცხადებულია ტენდერი საბავშვო ბაღის შიდა ინტერიერის მოწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ სადახლოში მცხოვრებთ, ამ დრომდე არ ჰქონდათ საბავშვო ბაღით სარგებლობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ გასულ წელს, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, აშენდა 150 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბაღის შენობა, რომლის საერთო ღირებულება 648 499 ლარს შეადგენს. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ასასვლელი პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, რომლებიც ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა. გარდა ამისა, განხორციელდა საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რაც ბაღის ტერიტორიის ლითონის მესერით შემოღობვას, კერამიკული ფილით მოპირკეთებულ მისასვლელ ბილიკებსა და გამწვანების ზოლის მოწყობას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. საბავშვო ბაღის ორ სართულიანი შენობა 5 სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ჯგუფებზეა გათვლილი.
ინფრასტრუქტურული პროექტები
სადახლოს საბავშვო ბაღის გახსნისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
18 სექ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5413
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
102
აპრ 03 ოთხ 2024
820
აპრ 22 ოთხ 2020
15953
აპრ 22 შბ 2017
29198
იან 09 ორშ 2017
28768
აგვ 30 სამ 2016
30741
აგვ 27 შბ 2016
30020
სექ 02 პარ 2016
28463
აგვ 26 პარ 2016
27940