მარნეულის მუნიციპალიტეტის ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სატუმბი სადგური აშენდება. ამჟამად, ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების მიერ ერთობილივი გამოცხადებული ტენდერი, 2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე, დასრულებულია. მიმდინარეობს წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევა–შეფასება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უშუალოდ სატუმბი სადგურის ასაშენებლ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლერი ფანგანი, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დავით ხარშილაძე, შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალის“ ხელმძღვანელი ნაბი აბდულაევი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი. მათ ადგილზე განიხილეს სატუმბი სადგურის ასაშენებლი ტექნიკური დეტალები.
სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მლნ ლარი დაიხარჯება.
აღნსანიშნავია, რომ სატუმბი სადგურის აშენების შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტი თვითონ მოახდენს შემდეგი სოფლების ალგეთის, აზიზკენდის, თაზაქენდის, გაჯისაკენდის, ბაიდარის, კაპანახჩის, ალგეთის მეურნეობის დასახლების, I ქესალოს და ამბაროვკის მოსახლების მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მომარაგებას.
აღნიშნულ სოფლებში, პრიორიტეტულ საკითხს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება წარმოადგენს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ სოფლებს, სასმელი წყლით წყალმომარაგების კომპანია შ.პ.ს „რუსთავ წყალი“ ამარაგებდა, რომელმაც აღნიშნულ სოფლებს წყალმომარაგება დავალიანების გადაუხდელობის გამო შეუწყვიტა, რომელიც 2009 წლიდან ირიცხებოდა. საკითხი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით, კომპანია „რუსთავის წყალი“-ს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად დადებითად გადაწყდა და წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა.
შ.პ.ს „რუსთავწყალმა“ შ.პ.ს „სოფწყალს“ იჯარით გადასცა მის საკუთრებაში არსებული სატუმბი სადგურიდან გამავალი 800 მმ–იანი მილმდენი მოწყობილობა, რომლის ექსპლუატაციასაც სრულად უზურნველყოს შ.პ.ს „სოფწყალი“.
შეხვედრის მონაწილეებმა, იმავე დღეს აღნიშნული 800 მმ–იანი მილმდენი მოწყობილობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, აბონენტებს შეხვდნენ და წყლის საფასურთან და გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
ინფრასტრუქტურული პროექტები
ქუთლიარში ახალი სატუმბი სადგურის აშენება იგეგმება
21 აგვ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4902
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15275
აპრ 22 შბ 2017
28406
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30106
აგვ 27 შბ 2016
29384
სექ 02 პარ 2016
27720
აგვ 26 პარ 2016
27268
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27494