ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ხიხანში და ქალაქ მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, შ.პ.ს "ქცია"-მ გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2 229 გრძივი მეტრის გზა მაისის თვეში დასრულდება. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 628 830 ლარს შეადგენს.
ასევე, ქალაქ მარნეულში მიმდინარეობს წმინდა გიორგის ტაძრამდე ბეტონის გზის მოწყობა. 580 მეტრი სიგრძის გზას შ.პ.ს. "პრიორიტეტი +" აკეთებს, ხოლო არსებული პროექტის ღირებულება 318 318 ლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
25 იან 2019
მნახველთა რაოდენობა: 4693
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
341
აპრ 22 ოთხ 2020
15543
აპრ 22 შბ 2017
28733
იან 09 ორშ 2017
28319
აგვ 30 სამ 2016
30341
აგვ 27 შბ 2016
29633
სექ 02 პარ 2016
28019
აგვ 26 პარ 2016
27527
აგვ 30 სამ 2016
25695