დღეს, 3 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფელში წყალმომარაგების პროცესი აღდგა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე თეიმურაზ ბერიძე, თვითმმართველობის თანამშრომლები, „მარნეულის სოფწყალისა“ და „რუსთავწყალის“ წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ეს სასიამოვნო სიახლე პირადად აცნობეს. ალგეთის, აზიზქენდის, თაზაქენდის და გაჯისაქენდის მცხოვრებლებისთვის თვეების განმავლობაში პრიორიტეტულ საკითხს სწორედ სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულს სასმელი წყლით ამ დრომდე „რუსთავ წყალი“ ამარეგბს, თუმცა დავალინების გამო კომპანიამ მოსახლეობას წყალი შეუწყვიტა. საკითხი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით, კომპანია „რუსთავის წყალი“-ს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად დადაბითად გადაწყდა და წლების განმავლოაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. უახლოეს პერიოდში კიდევ რამოდენიმე სოფელი მომარაგდება სასმელი წყლით.
ინფრასტრუქტურული პროექტები
ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფელში წყალმომარაგების პროცესი აღდგა
03 აგვ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5085
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
67
აპრ 03 ოთხ 2024
813
აპრ 22 ოთხ 2020
15943
აპრ 22 შბ 2017
29190
იან 09 ორშ 2017
28755
აგვ 30 სამ 2016
30735
აგვ 27 შბ 2016
30010
სექ 02 პარ 2016
28454
აგვ 26 პარ 2016
27930