მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
07 თებ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში შეხვედრები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. კონსულტაციები ამ ეტაპზე 6 ადმინისტრაციული ერთეულის 30 სოფელში ჩატარდა. შეირჩა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების შაუმიანი, ახკულა, ოფრეთის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

2023 წელს  მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის  პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000  ლარია გამოყოფილი.

შემდეგი შეხვედრები გაიმართება ხვალ, 8 თებერვალს:
ადმინისტრაციული ერთეული ყულარი
წითელი სოფელი - მეწამულა (ბუდიონოვკა) - 11:00; დაშტაფა - 12:00; მარადისი - 13:00
ადმინისტრაციული ერთეული შულავერი
შულავერი  11:00; იმირი - იმირჭალა -12:00; ქვემო სარალი - 13:00; ზემო სარალი - მარეთი(დებულებით არაა გათვალისწინებული) 14:00
ადმინისტრაციული ერთეული წერეთელი
წერეთელი - 12:00; ნორგიული - 13:00; საიმერლო - 14:00; დიდი ბეგლაირი - 15:00;          პატარა ბეგლიარი - 15:30

 
 
მნახველთა რაოდენობა: 851
 
 
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 სიახლეები
თებ 09 ხუთ 2023
948
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031