მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021 სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
27 თებ 2021
 

მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრება/კონსულტაციების გამართვა დასრულდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შედგა.

მოსახლეობასთან შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტში 16 თებერვლიდან დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2222
 
 
 
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930