შეხვედრაზე წევრებმა, მიმდინარე ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და განიხილეს საბჭოზე შემოსული 5 საკითხი, რომელზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა, ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარნეულელ ძიუდოისტებს, აეროპორტში, მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რაც უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული მმართველობის სტილის დამკვიდრებას.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე მოეწყო კულინარიული კუთხე.
გამწვანების აქციის ფარგლებში, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მერიის შენობის მიმდებარედ ნერგები დარგეს. ასევე, კამპანიის ფარგლებში, სოფელ თამარისის, შულავრის და შაუმიანის საჯარო სკოლების ეზოებში დაირგო ნერგები.
პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლობამ, გმინა კობილნიცის მერ ლეშეკ კულინსკის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
„ფონდი კავკასია ნიდერლანდების სამეფო კულტურის და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის“ ინიციატივით და ევროპის ფესტივალების ასოციაციის მიწვევით, მარნეულის დელეგაციამ, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტზე მიიღო მონაწილეობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გერმანული განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ინიციატივით, „აღმოსავლეთის მეზობლები" DVV რეგიონული პროექტის ფარგლებში გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლობა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გამოცდილების გაზიარების მიზნით ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გმინა კობილნიცის მერი ლეშეკ კულინსკი მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
მარნეულის №6 და №1 საჯარო სკოლებში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე მოსწავლეები მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ; მოეწყო ხელნაწერი წიგნებისა და დედა ენის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
სოფელ დაშტაფას ტერიტორიაზე, საქართველოს მელიორაცია ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისგან მაგისტრალური არხის 500 მეტრიანი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

















