მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა კვლევის ფორმატში, ჯგუფური დისკუსიის მეთოდით ჩატარდა.
კვლევის მიზანს წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის ანალიზი თუ რა გავლენა მოახდინა COVID 19–ის პანდემიამ წითელი ჯვრის პროგრამებზე, მომავალში თემთა ჩართულობის, ანგარიშგების პროგრამების და სერვისების ხილვადობის გაზრდის მიზნით.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე ესწრებოდნენ.
სიახლეები
მარნეულის მერიაში წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
25 იან 2023
მნახველთა რაოდენობა: 1901
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
427
აპრ 22 ოთხ 2020
15595
აპრ 22 შბ 2017
28818
იან 09 ორშ 2017
28377
აგვ 30 სამ 2016
30384
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28087
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25729